კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რა მონაცემებს ვაგროვებთ, რისთვის და რამდენ ხანს ვინახავთ.
1. ვინ ვართ
მონაცემთა დამმუშავებელია შპს ვესტლაინი (ს/ნ 420426630), რომელიც ოპერირებს პლატფორმაზე CloudHome.ge. კონტაქტი: info@cloudhome.ge, ტელეფონი 599 127 000.
2. რა მონაცემებს ვამუშავებთ
- საიდენტიფიკაციო: სახელი, გვარი, პირადი ნომერი
- საკონტაქტო: მობილურის ნომერი, ელ-ფოსტა
- მისამართი: ქალაქი, კორპუსი, სართული, ბინის ნომერი
- ტექნიკური: დაშვების ბარათის (ჩიპის) ნომერი და კარის გაღების ჩანაწერები
- ფინანსური: ბალანსის შევსებისა და ჩამოჭრის ისტორია
ბარათის სრულ ნომერს, ვადასა და CVV-ს ჩვენ არ ვინახავთ — გადახდა მთლიანად ლიცენზირებული საგადახდო პროვაიდერის მხარეს მუშავდება.
3. რისთვის ვამუშავებთ
- კორპუსში დაშვების უზრუნველსაყოფად
- ანგარიშის წარმოებისა და გადახდების აღრიცხვისთვის
- თქვენთან კომუნიკაციისთვის (SMS, ზარი, ელ-ფოსტა)
- კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად
4. ვის ვუზიარებთ
მონაცემებს არ ვყიდით და არ ვაწვდით მესამე პირებს მარკეტინგული მიზნით. გადაცემა ხდება მხოლოდ: საგადახდო პროვაიდერისთვის (ტრანზაქციის შესასრულებლად), SMS-პროვაიდერისთვის (შეტყობინების ჩასაბარებლად), თქვენი კორპუსის თავმჯდომარისთვის (ბინის ფარგლებში დავალიანების ინფორმაცია) და უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსთვის კანონით დადგენილი წესით.
5. რამდენ ხანს ვინახავთ
მონაცემებს ვინახავთ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და მისი დასრულებიდან კანონმდებლობით დადგენილი ვადით. ფინანსური ჩანაწერების შენახვის ვადა განისაზღვრება საგადასახადო კანონმდებლობით.
6. თქვენი უფლებები
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია, მისი შესწორება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. მოთხოვნა გამოგვიგზავნეთ მისამართზე info@cloudhome.ge.
ანგარიშის დახურვა არ იწვევს ტრანზაქციების ისტორიის ავტომატურ წაშლას — ის ინახება კანონით დადგენილი ვადით.
7. უსაფრთხოება
პაროლები დაშიფრულად ინახება, კავშირი დაცულია TLS სერტიფიკატით, ხოლო ადმინისტრირების ინტერფეისზე წვდომა შეზღუდულია.
8. ცვლილებები
პოლიტიკა შესაძლოა განახლდეს. მოქმედი რედაქცია ყოველთვის ხელმისაწვდომია ამ გვერდზე.
CloudHome.ge