წესები და პირობები

ანგარიშის გახსნის, გამოყენებისა და დახურვის მარეგულირებელი პირობები.

ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს ჩვენი სისტემის მომსახურებით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ ცალმხრივად შევიტანოთ ცვლილებები ამ პირობებში ნებისმიერ დროს.

აღნიშნული გამოყენების პირობები არეგულირებს თქვენი ანგარიშის გახსნას, გამოყენებას, სარგებლობას და დახურვას.

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად ეს პირობები წარმოადგენს თქვენსა და ჩვენს შორის სამართლებრივ ურთიერთობას.

დამატებითი სერვისების გამოყენების მიზნით, თქვენ შესაძლოა მოგიწიოთ დამატებითი პირობების და დებულებების მიღება/თანხმობა, ამგვარი სერვისების შეკვეთის ან გამოყენების დროს.

სასურველია ამობეჭდოთ და/ან შეინახოთ აღნიშნული გამოყენების წესებისა და პირობების ასლი მომავალში გადახედვის მიზნით.

თქვენ ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა გადახედოთ გამოყენების განახლებულ წესებსა და პირობებს ჩვენს ვებ გვერდზე: cloudhome.ge

წინამდებარე გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

1. თქვენი ანგარიში

1.1 თქვენი ანგარიში წარმოადგენს კომუნალურ ანგარიშს, რომელიც საშუალებას გაძლევთ გადაიხადოთ საცხოვრებელი კორპუსის კომუნალური მომსახურების საფასური.

1.2 თქვენს ანგარიშზე არსებული ელექტრონული ფულის გამოყენების ვადა შეუზღუდავია.

1.3 გახსოვდეთ, რომ: ელექტრონული ფულის ანგარიშები არ არის საბანკო ანგარიშები.

1.4 ანგარიშზე ელექტრონული ფული ეკუთვნის იმ ფიზიკურ პირს, რომელიც რეგისტრირებულია ანგარიშის მფლობელად.

2. ანგარიშის გახსნა

2.1 იმისათვის რომ გამოიყენოთ ჩვენი სერვისი, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია საიტზე cloudhome.ge და როგორც სარეგისტრაციო პროცესის ნაწილი, უნდა დაეთანხმოთ ჩვენი საიტის გამოყენების წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად.

2.2 დამატებითი სერვისების გამოყენებისას, შესაძლოა მოგიწიოთ დამატებით წესებსა და პირობებზე დათანხმება/მიღება.

2.3 თქვენ შეგიძლიათ ამობეჭდოთ და/ან შეინახოთ აღნიშნული გამოყენების წესებისა და პირობების ასლი მომავალში გადახედვისათვის.

2.4 თქვენ შეგიძლიათ გახსნათ რამდენიმე ანგარიში, ასევე ერთ ანგარიშს მიაბათ რამდენიმე ბარათი.

2.5 რეგისტრაციისას ან შემდგომში ნებისმიერ დროს თქვენს მიერ მოწოდებული ყველა ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, სწორი და მოქმედი.

2.6 წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით თქვენ ასევე ეთანხმებით, თქვენი პირადი მონაცემების გადაცემას ან თქვენს შესახებ პირადი მონაცემების გამოთხოვა/მიღებას იმ ფიზიკური/იურიდიული პირებისგან, რომელთან ინფორმაციის მიმოცვლაც საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია.

3. ანგარიშის შენახვა

3.1 უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენს ანგარიშზე განთავსებული ინფორმაცია ყოველთვის ზუსტი და განახლებულია. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენს მიერ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობით გამოწვეულ ზარალზე.

3.2 შესაძლოა ჩვენ ნებისმიერ დროს გთხოვოთ თქვენი ინფორმაციის სიზუსტის დადასტურება.

3.3 ჩვენ შესაძლოა დაგიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით ან სმს-ით და მოგაწოდოთ ინფორმაცია ან გამოგიგზავნოთ შეტყობინებები თქვენი ანგარიშის შესახებ.

3.4 თქვენ პასუხისმგებელი ხართ რეგულარულად შეამოწმოთ ელექტრონული ფოსტის ანგარიშის ან სხვა იმ საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციონირება, რომელიც მიუთითეთ ჩვენს სისტემაში რეგისტრაციის დროს. თქვენ ასევე ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ მოიძიოთ და წაიკითხოთ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული შეტყობინებები.

3.5 ჩვენ პასუხს არ ვაგებთ თქვენს მიერ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობით გამოწვეულ ზარალზე.

3.6 თქვენი საფულის ბალანსის შევსება და გადახდები აისახება ტრანზაქციების ელექტრონულ ისტორიაში.

3.7 თითოეულ ტრანზაქციას ენიჭება ტრანზაქციის უნიკალური კოდი და აისახება ტრანზაქციების ისტორიაში.

3.8 თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს მიერ გატარებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, ჩვენთან კომუნიკაციის პროცესში აუცილებელია მიუთითოთ ტრანზაქციის კოდი.

3.9 თქვენ რეგულარულად უნდა შეამოწმოთ ანგარიშის ნაშთი და ტრანზაქციების ისტორია. ნებისმიერი დარღვევის შესახებ ან რომელიმე საკითხის გარკვევის მიზნით შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა დაგვიკავშირდეთ ჩვენ.

4. ანგარიშის უსაფრთხოების დაცვა

4.1 თქვენი ანგარიშის პაროლი ნებისმიერ დროს შეინახეთ უსაფრთხოდ და არავის გაუმჟღავნოთ.

4.2 ჩვენ არასოდეს მოგთხოვთ პაროლის ჩვენთვის ან რომელიმე მესამე პირისთვის გამჟღავნებას.

4.3 თუ თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ან აღმოაჩენთ ვებ გვერდს, რომლის აუთენტურობაში ეჭვი გეპარებათ, უნდა დაგვიკავშირდეთ. არ სცადოთ საეჭვო ვებ გვერდების გამოყენება ან შეტყობინებებზე გამოხმაურება. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენს მიერ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობით გამოწვეულ ზარალზე.

4.4 არ მისცეთ რომელიმე სხვა პირს თქვენს ანგარიშზე შესვლის ნება და/ან დაუშვათ, რომ ვინმე თვალს გადევნებდეთ ანგარიშზე შესვლის დროს. არ შეარჩიოთ ისეთი პაროლი, რომლის მიხვედრა ადვილი იქნება იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შესაძლოა რომელიმე სხვა პირისთვის ხელმისაწვდომი იყოს ან სხვა პირმა მოიპოვოს თქვენს შესახებ; ან შეარჩიოთ ისეთი პაროლი, რომელიც ატარებს კონკრეტულ მნიშვნელობას.

4.5 თუ გაქვთ რაიმე მინიშნება ან ეჭვი, რომ თქვენს სისტემაში შესასვლელი მონაცემები, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა ნიშნები დაიკარგა, მოიპარეს, მიითვისეს, არასანქცირებულად გამოიყენეს ან სხვაგვარი საფრთხე ემუქრება, დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოთ პაროლი და დაგვიკავშირდეთ.

4.6 აღნიშნულის შესახებ ჩვენთვის შეტყობინების გვიან მოწოდება უარყოფით გავლენას მოახდენს თქვენი ანგარიშის უსაფრთხოებაზე.

4.7 თქვენ ასევე უნდა მიიღოთ ყველა კეთილგონივრული ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი ელ. ფოსტის ანგარიში იყოს დაცული და მხოლოდ თქვენთვის ხელმისაწვდომი, რადგან შესაძლოა თქვენი ელ. ფოსტის მისამართი გამოიყენონ პაროლის შეცვლის ან თქვენი ანგარიშის უსაფრთხოების დარღვევის მიზნით.

4.8 ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, თუ თქვენს ანგარიშებზე რეგისტრირებულ ელ. ფოსტის მისამართებს რაიმე საფრთხე შეექმნება, დაუყოვნებლივ უნდა დაგვიკავშირდეთ.

5. ანგარიშის დახურვა

5.1 თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დახუროთ ანგარიში ჩვენთან დაკავშირების გზით.

5.2 თუ ანგარიშის დახურვისას თქვენს ანგარიშზე არის რაიმე ნაშთი, მისი დაბრუნება ვერ მოხდება, ამიტომ რეკომენდებულია დახურვის მომენტისთვის განულებული გქონდეთ ანგარიში. ან შეგიძლიათ დარჩენილი ნაშთი გადაურიცხოთ ჩვენს სისტემაში რეგისტრირებულ სხვა მომხმარებელს ჩვენთან დაკავშირების გზით.

5.3 თქვენი ანგარიშის დახურვა არ გააუქმებს ჩვენთან შენახულ თქვენს პირად მონაცემებს. ჩვენი მხრიდან მოხდება ამ მონაცემების, მათ შორის ტრანზაქციების ისტორიის შენახვა.

6. ანგარიშის ხელახლა გახსნა

6.1 სისტემის მომხმარებლის ანგარიშის დახურვის შემთხვევაში მისი ხელახალი გახსნა უნდა მოხდეს ჩვენთან დაკავშირების გზით.

7. თქვენი ბალანსის შევსების ოპერაცია

7.1 თქვენ შეგიძლიათ ბალანსის შევსება რამდენიმე გზით, მათ შორის TBC PAY-ის აპარატებიდან და ჩვენი ვებ-გვერდიდან ქართული ბანკების პლასტიკური ბარათების გამოყენებით.

7.2 ბალანსის შევსების მეთოდები წარმოადგენს მესამე პირი ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაწეულ გადახდის მომსახურებებს და არა ჩვენი სერვისის ნაწილს.

7.3 ჩვენ არ ვგარანტირებთ ბალანსის შევსების რაიმე კონკრეტული მეთოდის გამოყენებას და შესაძლოა ნებისმიერ დროს, განსაზღვრული პროცედურის გავლის გარეშე, ხელმისაწვდომი გავხადოთ, შევცვალოთ ან შევწყვიტოთ რომელიმე კონკრეტული მეთოდი.

7.4 ჩვენ პასუხისმგებელი არ ვართ ბალანსის შევსების პროცედურაზე მანამ, სანამ თანხები არ აისახება ჩვენს ანგარიშზე.

7.5 გადახდის ინსტრუმენტებიდან განხორციელებული ანგარიშის შევსების ტრანზაქციების მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენ წარმოვადგენთ გადასახადის მიმღებს და არა გადახდის მომსახურების პროვაიდერს.

8. სერვისების ღირებულების გადახდა

8.1 სერვისის ღირებულების გადახდა ხდება თქვენს ანგარიშზე მიბმული ბარათ(ებ)ის მიდებით ლიფტებში განთავსებულ წამკითხველებზე.

9. სისტემის სააბონენტო

9.1 სისტემის სააბონენტო განსაზღვრულია ერთ ბარათზე თვეში 1 ლარის ოდენობით. ერთ ანგარიშზე მიბმული რამდენიმე ბარათის ფლობის შემთხვევაშიც კი თითოეული ბარათის საკომისიო იქნება 1 ლარი.

10. პასუხისმგებლობა

10.1 რეკომენდაციას გაძლევთ რეგულარულად და ხშირად შეამოწმოთ ტრანზაქციების ისტორია თქვენს ანგარიშზე და დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ რაიმე შეკითხვების ან პრობლემების არსებობის შემთხვევაში.

10.2 ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ისეთ საშუამავლო მომსახურებებთან დაკავშირებულ რაიმე დარღვევაზე ან გაუმართაობაზე, რომელსაც ვეყრდნობით საკუთარი ვალდებულებების შესრულების დროს, იმ პირობით, თუ ამგვარი დარღვევა ან გაუმართაობა გამოწვეულია გაუთვალისწინებელი გარემოებებით, რაც აღემატება ჩვენს კეთილგონივრულ კონტროლს.

10.3 წინამდებარე გამოყენების პირობებით გათვალისწინებული ვალდებულება შემოიფარგლება თქვენთვის ელექტრონული ფულის ანგარიშის და მასთან დაკავშირებული გადახდის სერვისების უზრუნველყოფით.

11. შეწყვეტა და შეჩერება

11.1 თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ თქვენი ანგარიში ნებისმიერ დროს ჩვენთან დაკავშირების გზით.

11.2 ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევაჩეროთ ან შევწყვიტოთ თქვენი ანგარიში შეტყობინების გარეშე იმ შემთხვევაში:

  • თუ თქვენ დაარღვევთ წინამდებარე გამოყენების რომელიმე პირობას ან კონკრეტული პირობებითა და დებულებებით დარეგულირებულ კონკრეტულ მომსახურებებზე მოქმედ ნებისმიერ სხვა პირობას;
  • თუ თქვენ დაარღვევთ ან ჩვენ გვაქვს მიზეზი ვიფიქროთ, რომ არღვევთ ჩვენი სერვისების გამოყენებაზე გავრცელებულ რომელიმე კანონს ან წესს;
  • თუ ჩვენ გვაქვს იმის მიზეზი, რომ თქვენ ნებისმიერი გზით ხართ ჩართული რაიმე თაღლითურ ქმედებაში, ფულის გათეთრებაში, ტერორიზმის დაფინანსებაში ან სხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში.

12. წინამდებარე წესებსა და პირობებში ცვლილებების შეტანა

12.1 წინამდებარე წესები და პირობები, ასევე დამატებითი სერვისების მარეგულირებელი ნებისმიერი წესები, პირობები და დებულებები ექვემდებარება ცვლილებებს.

12.2 ნებისმიერი ცვლილება წესებსა და პირობებში ძალაში შედის დაუყოვნებლივ, გამოქვეყნებისთანავე.

13. კომუნიკაცია

13.1 თქვენთან ძირითად საკონტაქტო ფორმას ჩვენთვის წარმოადგენს თქვენს მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტა.

13.2 თქვენ ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს მიერ გამოგზავნილ შეტყობინებებს და შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ.

13.2.1 ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებები შესაძლოა შეიცავდეს დამატებით კომუნიკაციაზე ბმულებს ჩვენს ვებ გვერდზე.

13.3 ჩვენ თქვენთან ურთიერთობას წარვმართავთ ქართულ ენაზე და ჩვენთვის გამოგზავნილ კომუნიკაციას მივიღებთ ყოველთვის ქართულად.

13.4 ელ. ფოსტით კომუნიკაციის გარდა, ჩვენ შესაძლოა დაგიკავშირდეთ ტელეფონის მეშვეობით. თუ თქვენ გამოიყენებთ მობილური ტელეფონით მომსახურეობებს, ჩვენ შესაძლოა დაგიკავშირდეთ მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით.

ჩვენთან დაკავშირება შეგიძლიათ ვებ გვერდზე მოცემული საკონტაქტო არხების მეშვეობით.

14. სხვადასხვა

14.1 თქვენი ანგარიში რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

გამოყენების პირობებთან დაკავშირებით წარმოქმნილი ან ჩვენს ანგარიშთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დავა გადაეცემა მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს განსახილველად. თუ წინამდებარე გამოყენების პირობების ნებისმიერ ნაწილს კომპეტენტური იურისდიქციის სასამართლო მიიჩნევს ქმედუუნაროდ, არაკანონიერად ან ძალადაკარგულად, მაშინ ამგვარი ნაწილი გამოიყოფა გამოყენების პირობების დარჩენილი დებულებებიდან, რომელთა ქმედითობა და კანონიერება ჩვეულებრივ ძალაში რჩება კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.